Saturday, May 14, 2016

მე-9დღის რეფლექსია

   მეცხრე დღეს  ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის(პროექტის ) ატვირთვა და ბლოგზე გადატანა, ასევე ბლოგზე ლინკის მიბმა. ნამუშევრის გამოქვეყნება-გასაჯაროება.
     პოექტებით სწავლების ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი.სასურველია ეს ტრენინგი იყოს ხანგრძლივი. ტრენინგი დაგვეხმარება მომავალში პროექტებით სწავლებაში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
      უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ასეთი საინტერესო ტრენინგის სწავლებისათვის.
 

ჩემი პორტფოლიო

მეცხრე სამუშაო დღეს დრაივზე ავტვირთე  და ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.

Tuesday, May 10, 2016

6-ე და 7-ე მოდულის რეფლექსია

     მეექვსე მოდულში ვისწავლეთ ყველა მოსწავლის აქტივობის გათვალისწინება,მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარება, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.
      მეშვიდე მოდულში  გავეცანით თუ როგორ შევქნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით დოკუმენტაცია, პრეზენტაცია და ვებრესურსები. დავგეგმეთ თემის ფარგლებში პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

4-ე და 5-ე მოდულის რეფლექსია

    მეოთხე მოდულით ჩვენ ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა, ასევე ან ნაშრომის დაკავშირება კითხვებთან, მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებთან. გავეცანით სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევას, შინაარსის დაგეგმვას, პრეზენტაციის ნიმუშის შექმნას, ბლოგის ნიმუშის შექმნას.  
      მეხუთე მოდულით ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად.შევისწავლეთ მოსწავლეთა ჩართვა  შეფასების პროცესში, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა.