Saturday, May 14, 2016

მე-9დღის რეფლექსია

   მეცხრე დღეს  ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის(პროექტის ) ატვირთვა და ბლოგზე გადატანა, ასევე ბლოგზე ლინკის მიბმა. ნამუშევრის გამოქვეყნება-გასაჯაროება.
     პოექტებით სწავლების ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი.სასურველია ეს ტრენინგი იყოს ხანგრძლივი. ტრენინგი დაგვეხმარება მომავალში პროექტებით სწავლებაში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
      უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ასეთი საინტერესო ტრენინგის სწავლებისათვის.
 

ჩემი პორტფოლიო

მეცხრე სამუშაო დღეს დრაივზე ავტვირთე  და ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.

Tuesday, May 10, 2016

6-ე და 7-ე მოდულის რეფლექსია

     მეექვსე მოდულში ვისწავლეთ ყველა მოსწავლის აქტივობის გათვალისწინება,მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარება, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.
      მეშვიდე მოდულში  გავეცანით თუ როგორ შევქნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით დოკუმენტაცია, პრეზენტაცია და ვებრესურსები. დავგეგმეთ თემის ფარგლებში პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

4-ე და 5-ე მოდულის რეფლექსია

    მეოთხე მოდულით ჩვენ ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა, ასევე ან ნაშრომის დაკავშირება კითხვებთან, მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებთან. გავეცანით სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევას, შინაარსის დაგეგმვას, პრეზენტაციის ნიმუშის შექმნას, ბლოგის ნიმუშის შექმნას.  
      მეხუთე მოდულით ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად.შევისწავლეთ მოსწავლეთა ჩართვა  შეფასების პროცესში, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა.


Monday, April 25, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

                                                 მესამე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულის საშუალებით მე შევისწავლე:
 შეფასების მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიების განხილვა, შაბლონში დროში გაწერა.
სტრატეგიების შერჩევა და მისი მიზნობრივი გამოყენება.
 გავეცანი განმსაზღვრელი შეფასების მეთოდებს.
ასევე გავეცანი პროექტის პრეზენტაციას, შაბლონების მომზადებას, პროექტის მოკლე შინაარსის დაწერას,საავტორო უფლებების კანონმდებლობას.
 როგორ მოვიძიო სასურველი საიტები.
 როგორ შევქმნა სასურველი ბიბლიოთეკა.
 ინტერნეტის გამოყენება ეფექტურად ინფორმაციის მოძიების მიზნით.

Saturday, April 23, 2016

მეორე მოდული რეფლექსია

მეორე მოდულით მე შევისწავლე:
პროექტის იდეების განხილვა.
21-ე საუკუნის უნარების შერჩევა.
ესგ სტანდარტის განსაზღვრა.
ncp.ge. პორტალის მიმოხილვა.
პროექტის გეგმის შაბლონში დაგეგმვის დაწყება.
პროექტის მიზნების შემუშავება.
ბლოგზე პოსტის შემუშავება
 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხების შემუშავება,
განვიხილეთ და შევარჩიეთ ზოგადი , თემატური და შინაარსობლივი კითხვები და შევიტანეთ შაბლონში.
 ასევე შევისწავლეთ  შეფასების ფორმები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი-საჭიროებების შეფასება.